Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ჯარისკაცს 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა


ამერიკელ ჯარისკაცს სამხედრო ტრიბუნალმა 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2010 წელს ყანდაარში ოთხი შეუიარაღებელი ავღანელის დახოცვისათვის. ჯერემი მორლოკმა აღიარა, რომ ის ოთხ მეგობართან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას გეგმავდა. 22 წლის ჯარისკაცი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა იმ საქმეში, რომელიც ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ამ პროცესში კიდევ 20 ჯარისკაცის ბრალეულობას იძიებს.
XS
SM
MD
LG