Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო დაიღუპა


ავღანეთის ჩრდილოეთით თვითნაკეთ ნაღმზე ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე აფეთქდა. დეტალები ამ დროისათვის უცნობია. საერთაშორისო ძალები ქვეყნის ჩრდილოთ ნაწილზე, რომელიც თალიბების მნიშვნელოვან მხარდამჭერად ითვლება, კონტროლის აღდგენის მიზნით ბრძოლებს მართავენ. მხოლოდ მარტის თვეში ავღანეთში საერთაშორისო ძალების მსხვერპლმა 23-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG