Accessibility links

logo-print

გასულ ღამეს ლიბიაში კვლავ გრძელდებოდა საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმები


საერთაშორისო კოალიციის ძალები წუხელ კვლავ განაგრძობდნენ დარტყმებს ლიბიის სამხედრო ობიექტებსა და მუამარ კადაფის ერთგულ სამხედრო შენაერთებზე. ოთხშაბათს საღამოს კოალიციის ძალებმა ტრიპოლის მიდამოებში რამდენიმე ობიექტი დაბომბეს. ქალაქ მისურატას შესასვლელში კი კადაფის სამხედრო ძალების ჯავშანტექნიკა დაიბომბა. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, კოალიციის ძალების შეტევის შედეგად დაიბომბა ჯაფარის მშვიდობიამი მოსახლეობის კვარტლები და ასევე დედაქალაქის სამხრეთით მდებარე დასახლებები, სადაც დიდი სამხედრო ბაზაა გაშენებული; თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სხვა დამოუკიდებელი წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ.
XS
SM
MD
LG