Accessibility links

logo-print

”ფუკუსიმა დაიიჩიზე” გამაგრილებელი სამუშაოები განახლებულია


იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა დაიიჩიზე” ამ დილას ისევ განახლდა გამაგრილებელი სამუშაოები. ”ფუკუსიმაზე” სამუშაოები მას შემდეგ შეწყდა, რაც ოთხშაბათს მესამე რეაქტორიდან შავმა კვამლმა დაიწყო ამოსვლა. ამ ეტაპზე ექვსივე ენერგობლოკზე აღდგენილია ელექტრომომარაგება. იაპონიის ხელისუფლება გუშინ აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ ტოკიოს წყალმომარაგების სისტემაში რადიაციის დონე ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, რაც მცირეწლოვანი ბავშვებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG