Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალი თურქეთში ჩავიდა ლიბიაზე მოსალაპარაკებლად


ნატოს სარდლობის წარმომადგენელი, ამერიკელი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი დღეს ანკარაში შეხვდა თურქ ოფიციალურ პირებს ლიბიის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე მოსალაპარაკებლად. განხილვის თემაა თურქეთის უარი გეგმაზე, რომ ნატო გაუძღვეს სამხედრო ოპერაციებს ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის დასაცავად. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმედ დავუთოღლუსთან ამერიკელი გენერლის მოლაპარაკებამდე, დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მრავალეროვანმა კოალიციამ, რომელიც ფრენისათვის აკრძალული ზონის დაცვაზე ზრუნავს, უნდა იმოქმედოს ლიბიის შესახებ გაეროს რეზოლუციის შესაბამისად და არ გამოიყენოს ეს რეზოლუცია საბაბად მუამარ კადაფის რეჟიმის დასამხობად. დავუთოღლუს თქმით, ოპერაცია უნდა შემოიფარგლოს სამოქალაქო პირების დაცვით, შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს განხორციელებით და ფრენის აკრძალვის მოქმედებაზე ზრუნვით. ლიბიის შესახებ მსჯელობენ ბრიუსელშიც. იქ მიმდინარეობს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩთა შეხვედრა ლიბიაში ალიანსის მონაწილეობის მასშტაბზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG