Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ოპოზიციონერს


ბელორუსიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ორ ოპოზიციონერს, ზმიცერ დაშკევიჩსა და ედუარდ ლობაუს ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე. მათს სასამართლო პროცესს ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად. დაშკევიჩს ორი, ხოლო ლობაუს - ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა, ბრალდების მიხედვით, მინსკში ორი გამვლელის ცემის გამო. ინციდენტი მოხდა სულ ორი დღით ადრე 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელში გამარჯვებულადაც ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ლუკაშენკოს რეჟიმის ოპონენტების ვარაუდით, ოპოზიციონერები იმ მიზნით დააკავეს, რომ არ დაეშვათ მათი აქტიურობა არჩევნების დროს.
XS
SM
MD
LG