Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა


პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატესმა თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარყო მთავრობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მორიგ ზომებს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად. ოპოზიციის ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ შეთავაზებული ზომები ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას პენსიონერებისათვის და ფიქსირებული შემოსავლების მქონეთათვის იმის ნაცვლად, რომ მთავრობის ხარჯები დაზოგოს. პორტუგალიაში სამთავრობო კრიზისი დაიწყო უშუალოდ ევროკავშირის სამიტამდე, რომელზეც განიხილავენ, უნდა გაიზარდოს თუ არა ევროკავშირის სამაშველო ფონდი 2013 წლის შემდეგ და უნდა მიმართონ თუ არა სხვა ზომებსაც ევროზონის ყველაზე სუსტი წევრებისადმი ინვესტორების ნდობის აღსადგენად. სუსტების რიგში პორტუგალიაც არის.
XS
SM
MD
LG