Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ემხრობა ადამიანის უფლებათა გამომძიებლის დანიშვნას ირანისთვის


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მიემხრო შეერთებული შტატების წინადადებას ირანისთვის ადამიანის უფლებათა გამომძიებლის დანიშვნის შესახებ. ეს არის რამდენიმე წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა გაეროში ახალი თანამდებობა იქმნება კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების შესასწავლად. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა 47-წევრიანი საბჭოს სხდომაზე გამართული კენჭისყრისას ირანისთვის გამომძიებლის დანიშვნას მიემხრო 22 დელეგატი, წინააღმდეგი იყო შვიდი, თავი შეიკავა 14-მა. ირანი არ არის ამ საბჭოს წევრი. წარსულში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში შემავალი ბევრი ქვეყანა გამოდიოდა ზოლმე ასეთი თანამდებობების შემოღების წინააღმდეგ, რადგან ამას მიიჩნევდა ზედმეტ ჩარევად საშინაო საქმეებში.
XS
SM
MD
LG