Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი იაპონელი ინჟინერი საავადმყოფოში მოათავსეს რადიაციული დასხივების გამო


იაპონიის ბირთვული სააგენტოს განცხადებით, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული დასხივებით დაზარალდა სამი ადამიანი, რომელთაგან ორი - საავადმყოფოში მოათავსეს. ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს პრესმდივნის განმარტებით, ტოკიოს ელექტროენერგეტიკული კომპანიის თანამშრომლებს აღერიცხათ დასხივება „170-180 მილი სივერტამდე“ რადიაციის მოცულობით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კიბოთი დაავადების რისკთან დაკავშირებულ დასხივებას - 100 მილი სივერტს. ამასობაში, ინჟინრებმა განაახლეს მუშაობა ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორის გასაციებელი სისტემის შესაკეთებლად. საწარმო ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზიანა, რის შემდეგაც ფუკუსიმაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამას გარდა, გაჟონა საზიანო რადიაციამ, რომელმაც წყალი და საკვები პროდუქტი დააბინძურა. ოფიციალური ინფორმაციით, დასტურდება, რომ კატასტროფების შედეგად დაიღუპა 9 700-მდე ადამიანი, თუმცა, დაკარგულად ითვლება კიდევ 16 500.
XS
SM
MD
LG