Accessibility links

logo-print

პარლამენტმა ბაკურ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მიზანშეუწონლად მიიჩნია


საქართველოს პარლამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ბაკურ კვეზერელისთვის უნდობლობის გამოცხადება ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციამ ოთხშაბათს მოითხოვა, მინისტრის ანგარიშის მოსმენისა და საპარალამენტო დებატების შემდეგ. ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის მიზანშეწონილობას. მას შემდეგ, რაც 70 დეპუტატი 10-ის წინააღმდეგ ამ საკითხის განხილვას არ დათანხმდა, დღის წესრიგიდან ავტომატურად მოიხსნა თავად უნდობლობის საკითხის კენჭისყრა. ამ პროცედურიდან 3 თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში ვეღარ დაისმება.
XS
SM
MD
LG