Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს


უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას განცხადებით, მას წაუყენეს ოფიციალური ბრალდება ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ამ შინაარსის განცხადება კუჩმამ დღეს გააკეთა, ღონღაძის მკვლელობის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში მისი დაკითხვის შემდეგ. კუჩმას თქმით, ის ორშაბათამდე უნდა გაეცნოს დოკუმენტს. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ეჭვმიტანილია უფლებამოსილების გადაჭარბებასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის უკანონო დავალებების გაცემაში, რასაც ჟურნალისტის მკვლელობა მოჰყვა. გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG