Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და ევროკავშირი ლიბიის შესახებ მსჯელობენ


ლიბიაში გრძელდება საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმები, გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, ფრენისათვის აკრძალული ზონის დასაცავად. ამასთან, ნატო განიხილავს ოპერაციის გაძღოლის შეერთებული შტატებისაგან ჩაბარების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა დაბომბეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შაბა, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთით, 800-მდე კილომეტრში მდებარეობს. იუწყებიან აგრეთვე, რომ საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო ლიბიის თვითმფრინავი მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქ მისრათასთან, რომელსაც ალყა აქვს შემორტმული. ბრძოლების შესახებ იუწყებიან ასევე ქალაქ აჯდაბიიდან. მასაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ამასობაში, ბრიუსელში განახლდა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩთა მოლაპარაკება ლიბიაში ალიანსის როლის გაზრდის საკითხზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატომ უნდა ჩაიბაროს ოპერაციის ხელმძღვანელობა შეერთებული შტატებისაგან. ნატოს წევრი თურქეთი კი მოითხოვს საჰაერო დარტმების შეწყვეტას, ოპერაციაში ალიანსის როლის გააქტიურებამდე. ვითარება ლიბიაში ერთ-ერთი მთავარი თემაა ევროკავშირის სამიტზეც, რომელიც დღეს დაიწყო ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG