Accessibility links

logo-print

კალაძე დემეტრაძის გათავისუფლებას ითხოვს


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. განცხადება კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა, ფეხბურთელის პრესსამსახურმა კი დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად მას ეკუთვნის. კალაძემ დემეტრაძეს ”უდანაშაულოდ დაპატიმრებული” უწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში – ქურდული სამყაროს წევრობაში დაედო.
XS
SM
MD
LG