Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმეში მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს ვასილ სანოძეს


შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს ადვოკატი შალვა შავგულიძე. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ბარში, სადაც 2006 წელს კონფლიქტი მოხდა, წვეულება სანოძის მიერ იყო ორგანიზებული, საქმეში კი ჩართულნი იყვნენ მისი მძღოლი და ავტომანქანა. სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების შემთხვევაში, მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს ვასილ სანოძეც, დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში კი, ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG