Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისია: ყირგიზეთის ძალადობაში ყველაზე მეტად ეთნიკური უზბეკები დაზარალდნენ


დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით, ყირგიზეთში შარშან მომხდარ ძალადობაში - რასაც ქვეყნის სამხრეთში ასობით ადამიანი ემსხვერპლა - ყველაზე მეტად ეთნიკური უზბეკები დაზარალდნენ. კომისიის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ძალადობაში შესაძლოა უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული. კომისიამ, რომელსაც შუა აზიის საკითხებში ეუთის საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი, კიმო კილიუნენი ხელმძღვანელობს, „ეთნიკური ნაციონალიზმის“ გაღვივებაში დაადანაშაულა „სუსტი მთავრობა“ და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები. ყირგიზეთის მთავრობა კომისიის ანგარიშს არ დაეთანხმა და მას ცალმხრივი უწოდა.
XS
SM
MD
LG