Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარდარი: ბინ ლადენის წინააღმდეგ რეიდი აშშ-სა და პაკისტანის ერთობლივი ოპერაცია არ ყოფილა


პაკისტანის პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალების მიერ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის რეიდი არ ყოფილა პაკისტანთან ერთობლივად გამხორციელებული ოპერაცია. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ზარდარი ასევე წერს, რომ პაკისტანის მთავრობამ არაფერი იცოდა ალ-ყაიდის ლიდერის ადგილსამყოფელზე - რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, 115 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ აბოტაბადში მოკლეს. ზარდარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა ერთობილივი ოპერაცია, „აშშ-სა და პაკისტანს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის ათწლეულმა მოიტანა ცივილიზებული სამყაროსთვის არსებული საფრთხის - ოსამა ბინ ლადენის - ლიკვიდაცია“.
XS
SM
MD
LG