Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო სხდომა ბელორუსიის გარეშე გაიხსნა


ბრიუსელში ევროპის პარლამენტმა აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველი სხდომა გამართა. ამით ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტს - რომელიც, თავის მხრივ, სამეზობლო პოლიტიკის ელემენტს წარმოადგენს - საპარლამენტო ფორუმი შეექმნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ფორუმს დროებით გამოთიშულია ბელორუსია. ეს გადაწყვეტილება იმ სადამსჯელო სანქციების ნაწილია, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დეკემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობრივი ზეწოლის გამო დაუწესდა. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორუმის თანათავმჯდომარე ევროპარლამენტის ბულგარელი წევრი, კრისტიან ვიგენინი იქნება - უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბორის ტარასიუკთან ერთად. დღევანდელ სხდომას დაესწრო ევროპარლამენტის პრეზიდენტი, იეჟი ბუზეკი.
XS
SM
MD
LG