Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლო: რუსეთმა იგორ სუტიაგინს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს მეცნიერ იგორ სუტიაგინს - რომელსაც 2004 წელს ჯაშუშობაში ბრალდებით 15 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ გაიზიარა სუტიაგინის საჩივარი - რომ ის სამართლიანად არ გაუსამართლებიათ. იარაღის კონტროლის და ატომური იარაღის ექსპერტი სუტიაგინი და ჯაშუშობაში კიდევ სამი მსჯავრდებული შარშან ივლისში პრეზიდენტმა შეიწყალა. შემდეგ ისინი გაცვალეს აშშ-ში დაკავებულ ათ პირში, რომლებსაც რუსეთის სასარგებლოდ უკანონო ქმედებებში ედებოდათ ბრალი. ამჟამად სუტიაგინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG