Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი: ბინ ლადენი, მისი მოკვლის მომენტში, შეიარაღებული არ იყო


თეთრი სახლის განცხადებით, ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი შეიარაღებული არ იყო, როცა ის პაკისტანში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თეთრი სახლის პრესმდივან ჯეი კარნის თქმით, ვარაუდობდნენ, რომ ოსამა ბინ ლადენს შესაძლოა, წინააღმდეგობა გაეწია მისი შეპყრობის მცდელობისას და ეს ვარაუდი გამართლდა. ამასთან, შეტაკება, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიწყო, არ მომხდარა ოთახში, რომელშიც ოსამა ბინ ლადენი იმყოფებოდა. კარნის განმარტებით, ოთახში, სადაც ბინ ლადენი და ერთი ქალი (ბინ ლადენის მეუღლე) იყვნენ, ერთ-ერთი ამერიკელი მოიერიშე შეიჭრა. მას ქალი მივარდა და ამ უკანასკნელს ფეხში ესროლეს, თუმცა არ მოუკლავთ. „ამის შემდეგ ბინ ლადენს ესროლეს და მოკლეს. ის შეიარაღებული არ ყოფილა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. მისივე თქმით, მოკლული ოსამა ბინ ლადენის სურათი „საზარელი“ შესახედია და ვაშინგტონის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგი წარმომადგენლები მსჯელობენ იმის თაობაზე, გამართლებულია თუ არა მისი გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG