Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში უარს ამბობს ობამას მიწვევაზე


შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა უარი თქვა ამჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევაზე ნიუ-იორკში - იმ ადგილას, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრამდე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ორი შენობა იდგა და სადაც ხუთშაბათს საგანგებო ცერემონია გაიმართება ალ-ყაიდის ლიდერ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომელსაც ბუშის პრესმდივანმა, დევიდ შერზერმა განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება ცერემონიას. თეთრ სახლს არ გაუკეთებია კომენტარი ბუშის მიწვევის, ან მისი უარის შესახებ. ბარაკ ობამა აპირებს, მივიდეს იქ, სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს 3000-მდე ადამიანი შეიწირა ალ-ყაიდის ტერორისტების მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა მსხვერპლთა ახლობლებთან. თავისი მმართველობის წლებში, ბუშს პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული ბინ ლადენის შეპყრობა. მან ობამას მიულოცა ალ-ყაიდის ლიდერის ლიკვიდაცია.
XS
SM
MD
LG