Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურებს აკრიტიკებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი რაზა გილანი დაზვერვის ყველა სამსახურის წარუმატებლობად მიიჩნევს იმას, რომ დიდხანს ვერ მიაგნეს ოსამა ბინ ლადენის სამალავს ისლამაბადთან. როგორც გილანიმ პარიზში ვიზიტისას უთხრა ჟურნალისტებს, „უსაფრთხოება და ექსტრემიზმთან, ან ტერორიზმთან ბრძოლა არ არის მარტო ერთი ქვეყნის გასაკეთებელი საქმე“. ამ განცხადების ფონია პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა, გამოწვეული უკმაყოფილებით იმის გამო, რომ ოსამა ბინ ლადენი წლების მანძილზე შეუმჩნევლად ცხოვრობდა პაკისტანში. ამავე თემაზე დღეს განცხადება გააკეთა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა. მისი თქმით, პაკისტანის დაზვერვის სამსახურს უნდა სცოდნოდა, რომ ოსამა ბინ ლადენი დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს იმალებოდა.
XS
SM
MD
LG