Accessibility links

ავღანეთში ნატოს რეიდის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი სამოქალაქო პირი და ექვსი თალიბი დაიღუპნენ იერიშისას, რომელიც ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვანმა ჯარებმა განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაჭრილია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ნატო ადასტურებს ურთიერთსროლის ფაქტს ოპერაციისას, რომელიც ამ რეგიონში განხორციელდა ტერორისტულ ქსელ „ჰაყანის“ ლიდერის შესაპყრობად.
XS
SM
MD
LG