Accessibility links

logo-print

ევროკავშირი განიხილავს თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის საკითხს


ევროკომისიის წინადადებით, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, განახლდეს სასაზღვრო კონტროლი შენგენის ზონაში, ანუ ევროპის ნაწილში, რომელშიც ასეთი კონტროლი გაუქმებულია. ევროკომისია დღეს გამოვიდა ამ წინადადებით მას შემდეგ, რაც იტალიასა და საფრანგეთს შორის დაიწყო დავა მიგრანტების გამო, რომლებიც იტალიაში ჩადიან ჩრდილოეთ აფრიკაში არეულობის გამო, ხოლო იტალიიდან მათ საფრანგეთში ჩასვლის საშუალება ეძლევათ. ევროკომისიის წინადადებას წარუდგენენ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებს, რომლებიც 12 მაისს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან. ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, სესილია მალსტრომი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „ძირს არ გამოუთხრის“ შენგენის ზონას. ევროპაში სასაზღვრო კონტროლისაგან თავისუფალი ზონის შექმნა ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად არის აღიარებული.
XS
SM
MD
LG