Accessibility links

logo-print

„ფათაჰმა“ და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას


პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და „ჰამასის“ ლიდერმა ხალედ მეშაალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ბოლო მოეღო ოთხწლიან განხეთქილებას პალესტინელების ორ უდიდეს ფრაქციას „ფათაჰსა“ და „ჰამასს“ შორის. ხელმოწერის ცერემონია კაიროში გაიმართა. პალესტინელების პრეზიდენტ აბასის ორგანიზაცია „ფათაჰი“ „ჰამასს“ დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი შეუდგა ღაზის სექტორის კონტროლს 2007 წელს. შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა გასულ კვირაში მიაღწიეს ეგვიპტის შუამავლობით, ითვალისწინებს ერთობლივი დროებითი მთავრობის შექმნას და მომოვალ წელს ეროვნული არჩევნების ჩატარებას. ისრაელი გმობს ამ შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, „ფათაჰმა“ არჩევანი უნდა გააკეთოს "ჰამასთან", ან ისრაელთან შეთანხმებას შორის.
XS
SM
MD
LG