Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი მაღალჩინოსან რუს სამხედროს მასპინძლობს


ერთობლივი სამხედრო წვრთნები განამტკიცებენ მეგობრობასა და ურთიერთგაგებას სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის, - ამ შინაარსის განცხადება დღეს ცხინვალში გააკეთა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ პოსტნიკოვმა, იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”რესი”. გავრცელებული ინფორმაციით, 4 მაისს პოსტნიკოვი შეხვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. მთავარ განსახილველ თემებად სახელდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ალექსანდრ პოსტნიკოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა რუსეთის სამხედრო ბაზის კოლექტივის მხარდაჭერის გამო.
XS
SM
MD
LG