Accessibility links

არასამთავრობოების რეკომენდაციები მოლაპარაკებების განახლების მოლოდინში


”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი - ლელა ტალიური და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურიდიული მრჩეველი - თათული არველაძე

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი - ლელა ტალიური და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურიდიული მრჩეველი - თათული არველაძე

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე გასულ წელს დაწყებული მოლაპარაკებები დაახლოებით თვენახევრის წინ შეჩერდა. მისი განახლების საჭიროებაზე ბევრჯერ გამოითქვა მოსაზრება. თუმცა, მომავალი შეხვედრის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ორიოდე დღის წინ ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ესენია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”) გაავრცელა პრეს-რელიზი. ავტორები აყალიბებენ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოს სრულყოფისთვის აუცილებელ ცვლილებებზე. საკითხში გასარკვევად ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი - ლელა ტალიური და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურიდიული მრჩეველი - თათული არველაძე:
XS
SM
MD
LG