Accessibility links

მოკლული ბინ ლადენის ფოტო აღარ გამოქვეყნდება


ალ ყაიდის ტერორისტული ქსლის ლიდერის, უსამა ბინ ლადენის, ფოტოგრაფია არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მიიღო. უფრო ადრე თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოკლული ბინ ლადენის ფოტოების გამოქვეყნებას, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდა. „ნომერ პირველი ტერორისტი“ პირველ მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად მოკლეს. შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უსამა ბინ ლადენის მოკვლა იყო „სახელმწიფოს თავდაცვის ინტერესების“ შესაბამისად განხორციელებული ლეგიტიმური აქტი, რადგან ტერორისტს დანებება არანაირად არ უცდია.
XS
SM
MD
LG