Accessibility links

სირიაში მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება


სირიის ქალაქ საკბაში, რომელიც დამასკოს ახლოს მდებარეობს, დღე-ღამის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის 2800-ზე მეტი მოწინააღმდეგე დააკავეს. უფლებადამცველების ცნობით რამდენიმე ათეული აქტივისტი გაანთავისუფლეს, თუმცა მანამდე ისინი აწამეს და ფრჩხილები დააგლიჯეს. სულ 6 კვირის არეულობის შედეგად 560-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სირიის ხელისუფლება ქვეყანაში უცხოელ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს არ უშვებენ.
XS
SM
MD
LG