Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის ბოლო ვეტერანი


ავსტრალიის ქალაქ პერტში 110 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის ბოლო ვეტერანი, კლოდ სტენლი ჩოულზი. ის დიდ ბრიტანეთში დაიბადა და 16 წლის ასაკში დაიწყო სამსახური სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1920-იან წლებში ჩოულზი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის მოხუცებულთა ინტერნატში, ძილში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG