Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მოინახულებს „გრაუნდ ზეროს“ ნიუ-იორკში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მოინახულებს „გრაუნდ ზეროს“ ნიუ-იორკში - ანუ ადგილს, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი შენობა იდგა. ვიზიტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც კვირას პაკისტანში მოკლეს ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, 11 სექტემბრის ტერაქტების ინიციატორი. ოფიციალური ინფორმაციით, ობამამ მონაწილეობას მიიღებს „გრაუნდ ზეროს“ ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და შეხვდება ტერაქტების მსხვერპლთა ახლობლებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამოქვეყნდება სურათები, რომლებიც ბინ ლადენს მისი ლიკვიდაციის შემდეგ გადაუღეს.
XS
SM
MD
LG