Accessibility links

აშშ და იტალია გამოდიან მოწოდებით, ბოლო მოეღოს ძალადობას სირიაში


აშშ და იტალია დღეს გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც იტალიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს გაიმართა, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ სირიის მმართველმა რეჟიმმა უნდა განაახლოს დიალოგი საპროტესტო აქციების მონაწილეებთან. ხოლო კლინტონის განცხადებით, სირიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რეპრესიები. თვით სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, არმია შეუდგა ჯარისკაცების და ჯავშანმანქანების გაყვანას სამხრეთში მდებარე ქალაქ დერაადან - ეს ქალაქია საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი, რომელშიც სირიის რეჟიმი 25 აპრილიდან მკაცრ ზომებს მიმართავდა. სირიაში სულ ცოტა, 560 ადამიანია დაღუპული დემონსტრაციების შვიდი კვირის წინ დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG