Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სასამართლოს წინაშე წარდგა კიდევ ორი ოპოზიციონერი


ბელორუსიაში სასამართლოს წინაშე წარდგა კიდევ ორი ოპოზიციონერი, გასული წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დემონსტრაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ორივე - ვლადიმირ ნეკლიაევი და ვიტალი რიმაშევსკი პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ და, ამდენად, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას კონკურენტები. ნეკლიაევს და რიმაშევსკის ოპოზიციის კიდევ ოთხ აქტივისტთან ერთად აქვთ წაყენებული ბრალდება, რომ მათ მიერ იყო ორგანიზებული აქცია, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ სამ წლამდე პატიმრობა მოელით. გასულ კვირაში სასამართლოს წინაშე წარდგა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი სანიკოვიც, მასობრივი არეულოლბის ორგანიზებაში ბრალდების საფუძველზე. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG