Accessibility links

logo-print

რომში იმართება მოლაპარაკება ლიბიის შესახებ


საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები რომში

საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები რომში

რომში იმართება მოლაპარაკება ლიბიელი მეამბოხეებისადმი დახმარების საკითხზე. საქმე ეხება ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის საწინააღდმეგო საერთაშორისო კამპანიის მონაწილე ქვეყნების, ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. მასზე მოელიან ნატოს წევრი სახელმწიფოების - ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, შეერთებული შტატების, ისევე როგორც კატარის, არაბული ლიგისა და აფრიკის კავშირის წარმომადგენლებს. შეხვედრას დაესწრებიან აგრეთვე ლიბიელი მეამბოხეების გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლიდერები. იტალიის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრა, სავარაუდოდ, დასრულდება მეამბოხეებისათვის მორიგი ფინანსური დახმარების შეთავაზებით. გარდამავალი საბჭოს პრესმდივან მაჰმუდ შამამის განცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო როიტერსი ავრცელებს, მეამბოხეებს სასწრაფოდ სჭირდებათ 1,5 მილიარდი დოლარი გადაუდებელი ხარჯებისთვის.
XS
SM
MD
LG