Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი უარყოფს ალ-ყაიდასთან თანამშრომლობის ბრალდებას


პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სალმან ბაშირის განცხადებით, ბრალდება, თითქოს პაკისტანის დაზვერვის სამსახური ალ-ყაიდასთან თანამშრომლობდეს, არასწორია და შეუძლებელია მისი დამტკიცება ფაქტების მოშველიებით. ამ საკითხზე ბაშირმა ისაუბრა პირველ პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც პაკისტანში ამერიკელების სპეცოპერაციისას მოკლეს ოსამა ბინ ლადენი. ბაშირის თქმით, პაკისტანის დაზვერვის სამსახური შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს აწვდის ხოლმე მნიშვნელოვან ინფორმაციას. დღეს პაკისტანთან ვაშინგტონის ურთიერთობაზე განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. მისი თქმით, ისლამაბადთან ვაშინგტონის ურთიერთობა „ყოველთვის იოლი არ არის“, მაგრამ პაკისტანი „მნიშვნელოვანი პარტნიორია“ ვაშინგტონის ანტიტერორისტული ძალისხმევის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG