Accessibility links

დააკავეს ”ექსპრესდიაგნოსტიკის” დამფუძნებლები


მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებული არიან შპს ”ექსპრესდიაგნოსტიკის” დამფუძნებელი პირები, რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტი 660 ათასი ლარით აზარალეს. საუბარია უკანონო გარიგებაზე, რომელმაც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში იჩინა თავი. დაკავებულებს ეკისრებოდათ ვალდებულება, რომ ავადმყოფებისთვის უცხოეთიდან შემოეტანათ სპეციალური საკვები დანამატები, რისთვისაც მათ ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღეს. მითვისებულია ამ თანხის მეოთხედზე მეტი.
XS
SM
MD
LG