Accessibility links

logo-print

ტურისტული ზონები მთავრობის ხელში გადავა


5 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც თავისუფალი ტურისტული ზონების მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნას გულისხმობს. თავდაპირველად კანონი ქობულეთის ტურისტული ზონის განვითარების მიზნით მიიღეს და ის 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს ინვესტორს, რომელიც სულ ცოტა 1 მლნ ლარს ჩადებს ქობულეთში სასტუმროების მშენებლობაში. მოგვიანებით კანონს დაემატა ანაკლიის ტურისტული ზონის შექმნის დებულება. ბოლო ცვლილებით კი, მას ემატება განმუხურთან დაკავშირებული დებულება და ასევე მთავრობას ენიჭება დამატებითი უფლებამოსილება სხვა ასეთი ზონების შესაქმნელად. ცვლილებების შედეგად, აღარ იარსებებს მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარი.
XS
SM
MD
LG