Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთის ლიდერმა მოლდაველი ჟურნალისტი შეიწყალა


გავრცელებული ინფორმაციით, მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ლიდერმა შეიწყალა მოლდაველი ჟურნალისტი ერნესტ ვარდანიანი, რომელსაც 15 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. დნესტრისპირეთის საინფორმაციო სააგენტო „ოლივიას“ ცნობით, რეგიონის ლიდერმა იგორ სმირნოვმა ვარდანიანი შეიწყალა ამ უკანასკნელის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ. ჟურნალისტის დაპატიმრების გამო პროტესტს გამოთქვამდა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს ვარდანიანისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG