Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში მსჯელობენ ლიბიელი მეამბოხეების დახმარებაზე


საფრანგეთი მოელის, რომ რამდენიმე კვირაში ამოქმედდება საგანგებო ფონდი ლიბიელი მეამბოხეების დასახმარებლად. ამ შინაარსის განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ გააკეთა რომში, ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. ლიბიის მთავრობამ დაგმო ჟუპეს განცხადება და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიბიელ ხალხს უნდა უსმენდეს და არა რომში შეკრებილებს. ლიბიის მთავრობის პრესმდივან მუსა იბრაჰიმის თქმით, „ზნეობრივად არასწორია“ მოწოდება ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის გადადგომისაკენ. რომში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება ლიბიაში კონფლიქტის ჩიხში შესვლის ფონზე. მეამბოხეების მონაცემებით, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 10 000-ს აღწევს. შვიდი კვირის წინ დაიწყო ნატოს საჰაერო კამპანია ამ ქვეყანაში სამოქალაქო პირების დასაცავად.
XS
SM
MD
LG