Accessibility links

logo-print

ობამა: ბინ ლადენის ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ აშშ-ის განცხადება ლიტონი სიტყვა არ არის


პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების განცხადება ლიტონი სიტყვა არ არის. ამის შესახებ ობამამ ისაუბრა ნიუ-იორკის სახანძრო დახმარების ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბერს 15 თანამშრომელი დაეღუპა და რომელსაც დღეს ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სახანძრო დახმარების ამავე შენობაშია განთავსებული 11 სექტემბერს დაღუპული მეხანძრეების ხსოვნის მემორიალი. ბარაკ ობამა დღეს ეწვია აგრეთვე „გრაუნდ ზეროს“ - იმ ადგილს ნიუ-იორკში, სადაც 2001 წლის 11 სექტემბtრას ალ ყაიდამ ტერაქტები მოაწყო და სადაც იდგა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი შენობა. მან დაღუპულების იქ შეკრებილ ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ „როცა ვამბობთ, არასოდეს დავივიწყებთ, ვგულისხმობთ, რასაც ვამბობთო“.
XS
SM
MD
LG