Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: რაისა ლიპარტელიანი


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარი იურისტი რაისა ლიპარტელიანი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარი იურისტი რაისა ლიპარტელიანი

6 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობებზე, კერძოდ, შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში ტარდება. პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია საქართველოზე მართავს მოსმენას. კონფედერაციამ ამ შეხვედრის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კონფედერაცია ”განაგრძობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერას და უყოყმანოდ გამოიყენებს ყველა საერთაშორისო და ევროპულ ინსტრუმენტს საქართველოს მთავრობის ანტიპროფკავშირული პოლიტიკის წინააღმდეგ”.



XS
SM
MD
LG