Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეშნელი: მისრატაში საომარ დანაშაულს სჩადიან


უფლებადამცავი ორგანიზაცა "ამნესტი ინტერნეშნელის" განცხადებით, ლიბიის ალაყაშემორტყმულ ქალაქ მისრატაში, მუამარ კადაფის მომხრეთა ჯარის იერიშს, რომლის დროსაც სნაიპერებს, კასეტურ ბომბებს და არტილერიას იყენებენ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, შეიძლება საომარი დანაშაულის განზომილება ჰქონდეს. მისრატა სიდიდით მესამე ქალაქი ლიბიაში და მეამბოხეთა უმთავრესი სიმაგრეა დასავლეთში, სადაც მეამბოხეები კადაფის ჯარს ებრძვიან. ქალაქი სისხლიანი ბრძოლების ადგილად იქცა ბოლო ორი თვის განმვალობაში მიმდინარე კონფლიქტში. ქალაქის ცენტრში და ნავსადგურში, ქალაქის ერთადერთ სასიცოცხლო პუნქტში, მეამბოხეები არიან გამაგრებული. ჰუმანიტარული ორგანიზაციებს თანახმად, ქალაქში ასობით ადამიანი დაიხოცა. ნატოს ავიაციის არაერთმა თავდასხმამ კადაფის არმია ვერ შეაჩერა. "ამნესტის" მთავარმა მრჩეველმა, დონატელა როვერამ განაცხადა, რომ თავდასხმების "მასშტაბი მართლაც საშინელია". მისივე თქმით, იერიში „საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის აშკარა დარღვევაა“.
XS
SM
MD
LG