Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ბინ ლადენის წინააღდეგ ჩატარებული ოპერაციის მონაწილეებს შეხვდება


აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს შეხვდება ამერიკის სპეცდანიშნულების ნაწილის მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პაკისტანში, ალ ყაიდის დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ მოწყობილ იერიშში. ცნობით, ობამა აპირებს პირადად უთხრას მადლობა საზღვაო ფლოტის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სპეცდანიშნულების ნაწილის წევრებს, კენტაკის შტატში, ფორსტ კემპბელში. რაზმმა ორშბათს მიიტანა იერიში პაკისტანში, ქალაქ აბოტაბადში მდებარე შენობაზე და მოკლა ნიუ იორკის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული ალ ყაიდის მთავარი ტერორისტი. ხუთშაბათს ობამა ეწვია ნიუ იორკში ადგილს, სადაც ეს ტერაქტები განხორციელდა და ყვავილის გვირგვინი მიიატა იქ. ობამამ თქვა, რომ ამერიკელები არასოდეს დაივიწყებენ ამ თავდასხმებს და იქ დაღუპულ თითქმის სამი ათას ადამიანს.
XS
SM
MD
LG