Accessibility links

logo-print

აშშ-ის ტერორიზმის მეთვალყურეობის ჯგუფი: ალ ყაიდამ დაადასტურა ბინ ლადენის სიკვდილი


აშშ-ის ორგანიზაცია SITE-მ, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების საინტერნეტო საქმიანობას უწევს მეთვალყურეობას, გაავრცელა ცნობა, რომ ალ ყაიდამ დაადასტურა მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი. SITE-ს თანახმად, ამის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა საინტერნეტო ჯიჰადისტურ ფორუმზე. იქვე, ამავე ცნობით, ბინ ლადენის სიკვდილის გამო შურისძიებაზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ალ ყაიდის ამ განცხადებაში, ნათქვამია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთებულ ჩანაწერში, ბინ ლადენი თავისი „მალე“ სიკვდილზე ლაპარაკობდა. დღეს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში, სადაც მოწყობილი ოპერაციის დროს მოკლა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცრაზმმა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ბინი ლადენის მოკვლის მიმართ პროტესტი გამოხატა. ასეთივე გამოსვლა შედგა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ კეტაში, ასევე ქაშმირის, პაკისტანის ხელში მყოფ ნაწილში. მცირე გამოსვლა იყო ეგვიპტეში.
XS
SM
MD
LG