Accessibility links

ნატოში საქართველოს ტერაქტებზე მსჯელობდნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში პოლიტიკური და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე გაიმართა, მთავარი აქცენტი საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე გაკეთდა. ”სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებების შესახებ, - ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამავე უწყების ცნობით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტების გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები ”პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნა აღნიშნული ტერორისტული აქტების მოსამზადებლად და განსახორციელებლად.” როგორც 6 მაისს აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ნატოში სერიოზულად დაინტერესდნენ საქართველოს შეშფოთებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG