Accessibility links

logo-print

პროფკავშირების პრობლემები ბრიუსელში იხილება


6 მაისს პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მართავს საგანგებო მოსმენას საქართველოსთან დაკავშირებით. მთავარ აქცენტს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და პროფკავშირების უფლებების დაცვის კუთხით. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარმა იურისტმა, რაისა ლიპარტელიანმა, განაცხადა 6 მაისს, რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში სტუმრობისას, საქართველოში არსებული პრობლემები თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას ოპყრობს საერთაშორისო მასშტაბით. ”საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე არსებობს უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უარყოფითი დასკვნა, იმის გამო, რომ ის შეიცავს ხარვეზებს, არის დისკრიმინაციული, ვერ იცავს დასაქმებულებს ამა თუ იმ შრომის უფლების დარღვევისაგან; გარდა ამისა, არის ჩვენს პროფკავშირულ ორგანიზაციებში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ უშუალო ჩარევის არაერთი ფაქტი”, - აცხადებს ლიპარტელიანი. 6 მაისს ბრიუსელში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
XS
SM
MD
LG