Accessibility links

"ამნესტი" გმობს აზერბაიჯანში აქტივისტის დაპატიმრებას


უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელმა“ დაგმო ახალგაზრდა ოპოზიციონერი აქტივისტის დაპატიმრება, რასაც ის, ნარკოტიკების მუხლით წაყენებულ „შეთითხნილ“ ბრალდებას უწოდებს. განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჯაბარ სავალანი, რომელსაც ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპიუმის შენახვის გამო. ბრალდებას სავალანი უარყოფს. ამნესტის თანახმად, სახალხო ფრონტის ახალაზრდული ფრთის 20 წლის აქტივისტს ბრალად დასდეს, რომ „ფეისბუკის“ გზით ავრცელებდა მოწოდებებს ანტისამთავრობო გამოსვლებისკენ, იყო რა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამბოხებებით ინსპირირებული.
XS
SM
MD
LG