Accessibility links

logo-print

იემენის პრეზიდენტი ოპოზიციას არ დაუთმობს


იემენის პრეზიდენტი, ალი აბდალა სალეჰი არ აპირებს ოპოზიციის ნებას დაჰყვეს და გადადგეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა დღეს, თავისი მოხრეების წინაშე გამოსვლისას იემენის დედაქალაქ სანაში. სალეჰმა ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს, რომლებიც გამოსვლას იმავე დროს ქალაქის სხვა არეალში მართავდენენ, „ბანდიტები“ უწოდა. გუშინ ოპოზტიციის ლიდერებმა მოუწოდეს არაბულ მეზობელ სახელმწიფოებს, ზეწოლა განახორციელონ სალეჰზე, რათა მიიღოს სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გეგმა ხელისუფლების გადაცემის შესახებ.
XS
SM
MD
LG