Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი: ბინ ლადენის სიკვდილი „ახალი სტიმულია" ავღანეთში საბრძოლველად


თალიბანის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი „ახალ სტიმულს“ აძლევს ბრძოლას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. განცხადებაში, რომელიც თალიბანმა ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა საინფორმაციო საშულებებს, ნათქვამია, რომ ვისაც ჰგონია, რომ ალ-ყაიდის დამაარსებლისა და ლიდერის სიკვდილი შეასუსტებს ამჟამინდელ კონფლიქტს ავღანეთში, ის არასწორედ აფასებს ვითარებას. თალიბანის ამ განცხადებამდე ალ-ყაიდამ დაადასტურა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტი. განცხადებაში, რომელსაც ალ-ყაიდას მიაწერენ და რომელიც ჯიჰადისტების ინტერნეტ-ფორუმებზე ვრცელდება, ნათქვამია აგრეთვე, რომ შურს იძიებენ ბინ ლადენის მკვლელობისათვის და რომ ალ-ყაიდა გააგრძელებს თავდასხმებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. აშშ-ის სპეცრაზმმა ორშაბათს მოკლა ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბატობადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად. დღეს აბატობადსა და პაკისტანის კიდევ ორ რეგიონში საპროტესტო აქციები გაიმართა. მათი მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ბინ ლადენის მოკვლის გამო. მომცრო საპროტესტო აქცია გაიმართა კაიროშიც.
XS
SM
MD
LG