Accessibility links

ევროკავშირში შეთანხმდნენ სანქციებზე სირიის წინააღმდეგ


ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ძალადობის გამო, რომელსაც ამ ქვეყანაში დემონსტრაციების წინააღმდეგ მიმართავენ. ბრიუსელიდან გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ დაწესდება შეიარაღებაზე ემბარგო, გაიყინება საბანკო ანგარიშები და აიკრძალება ვიზების გაცემა სირიის მთავრობის 13 წევრისათვის. სანქციები არ ეხება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. სანქციები, რომლებსაც ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერები უნდა მიემხრონ, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG