Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ათასობით დემონსტრანტმა მოითხოვა ატომურ ენერგიაზე უარის თქმა


დღეს იაპონიაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში და ატომურ ენერგიაზე უარის თქმა მოითხოვა. პარასკევს პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურ „ჰამაოკაზე“ სამუშაოები შეჩერებულია მანამდე, სანამ კომპანია არ ააგებს დამცავ კონსტრუქციას, რომელსაც შეეძლება მიწისძვრისა და ცუნამის პირობებში ატომური ელექტროსადგურის გაუვნებელყოფა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, „ჰამაოკა“ რომელიც ტოკიოდან ორას კილომეტრზე მდებარეობს, დაახლოებით ორ წელში განაახლებს მოქმედებას. 11 მარტს იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა-დაიიჩიზე ავარია მოხდა, რამაც რადიაციული ნივთიერების გაჟონვა გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 26 ათასამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG